გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ Tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 სექტემბერს 10:00-დან 13:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში კასუმლო, არაფლო, ულაშლო, ახლომახმუდლო, ბეითარაბჩი, ქუშჩი, სეიდგოჯალო, ბაითალო და მიმდებარე სოფლებში, 13:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში შარტავას, თოდრიას, ტაშკენტის, მეგობრობის, ლომოურის, მესხიშვილის, მე-7, მე-15, მე-14 მიკრორაიონებსა და მიმდებარე ქუჩებზე, 13:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს გარდაბანში ჭავჭავაძის, კოსმონავტების, კონსტიტუციის, რკინიგზის, კიროვის, გორკის და მიმდებარე ქუჩებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.