გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 სექტემბერს 10:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში წითელი ხიდი, კაპანახჩი, კესალო 2, ხანჯიგაზლო, ქურთლიარი და მიმდებარე სოფლებში; 21 სექტემბერს 12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფელბში საღრაშენი, ჩხიკვთა, მაწევანი, ჯორჯიაშვილი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.