გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 სექტემბერს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში პობედა და ლემშვენიერა, აგრეთვე რუსთავში მშვიდობის ქუჩაზე,
11:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ბოლნისში ბარათაშვილის, ფიროსმანის, გოგებაშვილის, გიორგი ბრწყინვალის, თაყაიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, 15:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში წითელი ხიდი, კაპანახჩი, ლეჟბადინი, კირაჩმუღანლო, აზიზქენდი, კეშალო და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.