გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 სექტემბერს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ფონიჭალა, კრწანისი, მთის ძირი, წითელი ხიდი, მარტყოფი, ნორიო, წინუბანი, დიდი ლილო, ბროწეულა და მიმდებარე სოფლებში,
11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში სადახლო, მოლაოღლი, ხულდარა, ცოპი და მიმდებარე სოფლებში,
12:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ახალსოფელი, პატარა თონეთი, მანგლისი, ალგეთი, ზირბითი, გოხნარი და მიმდებარე სოფლებში.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.