გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს – ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 სექტემბერს 10:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში სადახლო, მოლაოღლი, ხულდარა, ცოპი და მიმდებარე სოფლებში,
11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს წალკაში არისტოტელეს, კოსტავას, კალაიჩევის, თამარ მეფის, იოანიდის და მიმდებარე ქუჩებზე,
12:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს თეთრწყაროში სტალინის, ლესელიძის, გორგასლის, თავდადებულის, გარისის და მიმდებარე ქუჩებზე,
12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ნაზარლო, ქესალო, კაპანახჩი, ლელაშხა და მიმდებარე სოფლებში,
14:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისში სააკაძის, ფარნავაზ მეფის, გუდიაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე,
15:00-დან 18:50 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ახალსოფელი, ალგეთი, საფუძვრები, ზირბითიმ ნაბგლისი, დიდი თონეთი და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.