გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს – ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 სექტემბერს 12:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში კალინინო, თაზაქენდი, ბირლიკი, კალინინო, ბოტანიკა და მიმდებარე სოფლებში,
14:30-დან 19:00 საათამდე აბონენტებს თეთრწყაროსა და თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ახალსოფელი, ალგეთი, ზირბითი, დიდი თონეთი, მანგლისი, გოხრანი და მიმდებარე სოფლებში,
16:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მარნეულში წერეთლის, საიათნოვას, ჯაფარიძის, რუსთაველის, გამსახურდიას, ლერმონტოვის, სვერდლოვის და მიმდებარე ქუჩებზე,
16:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალაში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.