30 სექტემბერს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს – ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.
 
 
მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 30 სექტემბერს 11:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭივჭავი, ალექსეევკა, ჯვარა, ძვ.სამღერეთი, ახ.სამღერეთი, ჯიგრაშენი, შიხილო, იფნარა, ქვემო ახალშენი, დიდი ირაგა, ლიპა, სამშვილდე და მიმდებარე სოფლებში.
 
 
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.