გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ Tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 სექტემბერს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში დარბაზი, ჭრეში, ფოცხვერიანი, ხახალაჯვარი, წიფორი და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ირაგა, ჯვარა, სამღერეთი, ჯიგრაშენი, ივანოვკა, ნავთიანი, სამშვილდე და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.