5 და 7 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ Tv4-ს კომპანიიდან აცნობეს. 

მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს 11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში კიზილაჯლო, ტაზამახალა, ჯანდარი და მიმდებარე სოფლებში,

11:00-დან 12:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში თელეთი, მუხრან დაჩები, ახალწყალი, წალასყური და მიმდებარე სოფლებში, 12:30-დან 13:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისში აღმაშენებლის, გოგებაშვილის, ერეკლე მეფის, თაყაიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე; 

7 სექტემბერს 12:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში მუღანლო, სართიჭალა, სიონის უბანი, თელეთი და მიმდებარე სოფლებში, 

12:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში შაუმიანი, ხიხანი, შულავერი და მიმდებარე სოფლებში,

12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში ირგანჩაი, ამამლო, პანტიანი, ვაკე, საფარლო და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ცნობით,სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.