6-8 სექტემბერს ამერიკული სამხედრო ტექნიკის გადაადგილების გამო ავტომაგისტრალზე მოძრაობა დღის განმავლობაში პერიოდულად შეიზღუდება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
“„ღირსეული პარტნიორი 2020“-ში მონაწილეობის მიზნით საქართველოში შემოყვანილი ამერიკული სამხედრო ტექნიკის გადაადგილდებას უზრუნველყოფს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი. ამერიკული სამხედრო ტექნიკით დაკომპლექტებული 9 სამხედრო კონვოი, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე საათნახევრიანი შუალედებით გადაადგილდება, რის გამოც სენაკიდან-თბილისის(ვაზიანი) მიმართულებით მოძრაობა 06 და 08 სექტემბერს, 04:00 სთდან 12 სთ-ის განმავლობაში განხორციელდება დაბალი სიჩქარით, ხოლო 07 სექტემბერს 04:00 სთ-დან დაახლოებით 5 სთ-ის განმავლობაში. კანონის შესაბამისად, კოლონაში სხვა ავტოტრანსპორტის შესვლა აკრძალულია,” – ნათქვამია განხადებაში.









