რუსთავის საჯარო სკოლებთან , გზებზე ზებრა გადასასვლელები იხაზება. სამუშაოებს , რუსთავის მერიის “რუსთავსერვის ცენტრი” ასრულებს .
სამუშაოების შესრულების ხარისხს ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა და “რუსთავსერვის ცენტრის” ხელმძღვანელი, რევაზ გოგიძე ადგილზე გაეცნენ.
რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას განმარტებით, 15 სექტემბრამდე, ზებრა გადასასვლელები რუსთავის ყველა საჯარო სკოლის მიმდებარედ არსებულ გზაზე დაიხაზება. ანალოგიური სამუშაოები ჩატარდება ბაღების მიმდებარედ, სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდეც და ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებასთან .
მისივე ცნობით, “რუსთავსერვის ცენტრის” მიერ შეძენილი ახალი ტექნიკა, რომელიც ასეთი სახის საგზაო მონიშვნებისთვის გამოიყენება, საშუალებას იძლევა სამუშაოები კონტრაქტორტის დაქირავების გარეშე შესრულდეს.
ცნობისთვის, “რუსთავსერვის ცენტრი” საგანმანათლებლო პროცესის დაწყებამდე, საჯარო სკოლების მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგების სამუშაოებს ეტაპობრივად ასრულებს. სამსახურის თანამშრომლებმა გასულ კვირას, სკოლების მიმდებარედ არსებული ხეები გამხმარი ტოტებისგან გაათავისუფლეს .