მარნეულის სოფელ შულავერში ახალი სკოლა შენდება

 ქვემო ქართლის მხარისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის პირველი პირები, მარნეულში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს გაეცნენ.


რეგიონისა და მუნიციპალიტეტის პირველი პირები, სოფელ შულავერში იმყოფებოდნენ, სადაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, 450 მოსწავლეზე გათვლილ, თანამედროვე სტანდარტების სკოლას აშენებს.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სულ, 8 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა და 3-ის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება.

ხელმძღვანელი პირები, ქალაქ მარნეულში პროფესიული სასწავლებლის ,,მოდუსის“ მშენებლობის პროცესსაც დააკვირდნენ და ადგილზე უკვე არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი თვითმმართველობის  ჩართულობით ხორციელდება.