8 სექტემბერს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ Tv4-ს კომპანიიდან აცნობეს. 

მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 სექტემბერს:

00:00-დან 06:00 საათამდე და 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში შარტავას, თოდრიას, მეგობრობის, მე-7 მიკრორაიონის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე გარდაბნის რაიონის სოფლებში მთის ძირი, კრწანისი, თელეთი, მარტყოფი, შსს დაჩები, კუმისის ტბის სანაპირო და მიმდებარე სოფლებში,

11:20-დან 18:30 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ქესალო, ნაზარლო და მიმდებარე სოფლებში აგრეთვე გარდაბანში ლენინის, კოსტავას, კიროვის, გორკის და მიმდებარე ქუჩებზე,

11:25-დან 11:30 საათამდე და 18:25-დან 18:30 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში კაპანახჩი, ლელაშხა და მიმდებარე სოფლებში,

14:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში კიზილ აჯლო, შაუმიანი, იალღუჯის დასახლება, ხიხანი, შულავერი და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ინფორმაციით,სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება  ჩვეულ რეჟიმში აღდგება.