გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ Tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 სექტემბერს 12:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში ორმაშენი, ბახჩალარი, კიზილაჯლო, საჯა და მიმდებარე სოფლებში,
12:00-დან 19:00 საათამდე თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ასურეთი, ენაგეთი, წინწყარო, ბორბალო, არდისუბანი და მიმდებარე სოფლებში,
14:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფელბში ღოუბანი, ვაშლოვანი, ერტისი და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.