COVID-19-ის რეგულაციის დარღვევისთვის 5 ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა

შრომის ინსპექციამ, Covid 19-ის საპრევენციოდ არსებული პროტოკოლის დარღვევის გამო ჯარიმასთან ერთად საქმიანობა 5 ობიექტს შეუჩერა.

ამასთან, ინსპექციამ 100-მდე ობიექტი 10 000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა

,, შრომის ინსპექციამ, 10 000 ლარით 100-მდე ობიექტი დააჯარიმა, ხოლო დროებით ჯარიმასთან ერთად შეუჩერდა საქმიანობა 5 ობიექტს, კოვიდ-19-ის რეგულაციების დარღვევის გამო.

ძირითადი დარღვევები მათ შემთხვევაში იყო სადეზინფექციო პროტოკოლის დარღვევა. ასევე არ ტარდებოდა თერმო სკრინინგი, ასევე კვების ობიექტებში იყო ადამიანთა განთავსების წესი დარღვეული. სხვადასხვა სექტორული მიმართულებებით იყო სხვადასხვა შეუსაბამობა.

ყველა შემთხვევაში, ჩვენ კრიტიკულ შეუსაბამობად მივიჩნევთ, როცა არ ხდება დისტანციის დაცვა, არ ხდება სადეზინფექციო სამუშაოების პროტოკოლით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვა, ნიღბების გამოყენება და თერმო სკრინინგი. ეს არის ძირითადი მიზეზები, რის გამოც ჩვენ ვაჯარიმებდით ობიექტებს“-განაცხადა ბექა ფერაძემ.

ცნობისთვის, შრომის ინსპექციას COVID-19-ის უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო, ობიექტების დახურვის უფლება აგვისტოს ბოლოს მიეცა, ხოლო 10 000 ლარით დაჯარიმების ეკონომიკის ნაწილობრივ გახსნის ფარგლებში, საგანგებო მდგომარეობის დასრულებისას. სწრედ ინსპექცია ადგენს, უსაფრთხოების პროტოკოლსაც.