რუსთავში, მე-8 მიკრორაიონში არსებული N34-ე ბაღის რეაბილიტაციის პროცესი დასასრულს უახლოვდება. ამის შესახებ TV4-ს კომპანიის დირექტორმა, გიორგი კობახიძემ განუცხადა.
34-ე საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და მას კომპანია ,,ემ ლაინი“ ახორციელებს.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ბაღში მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოებია დარჩენილი და რეაბილიტაციის პროცესი საბოლოოდ 15 ოქტომბერს დასრულდება. მისივე თქმით, რეაბილიტაციის შემდეგ ბაღი ენერგოეფექტური გახდება.
ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, ეკა ხუციშვილის, განცხადებით, სააღმზრდელო პროცესის პირველ ოქტომბერს დაწყების შემთხვევაში აღნიშნულ დაწესებულებაში სწავლა მისი რეაბილიტაციის სრულად დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი.









