ალექსი წივწივაძე ორი ოქროს მფლობელი გახდა

ალექსი წივწივაძე ორი ოქროს მფლობელი გახდა. სპორტსმენმა პირველი ადგილი 500 მეტრიან დისტანციაზე მოიპოვა. 

შეგახსენებთ, რომ უნგრეთში ნიჩბოსანთა შეჯიბრი „ოლიმპიური იმედები“ მიმდინარეობს, სადაც 16 წლის რუსთაველმა, ალექსი წივწივაძემ 2 დღის წინ 1000 მეტრიან დისტანციაზე  დაიკავა პირველი ადგილი.

ცნობისთვის, ალექსი წივწივაძე ერთადერთი რუსთაველი სპორტსმენინა, რომელიც საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობს.