ამერიკული სამხედრო ტექნიკა ვაზიანის სამხედრო ბაზისკენ მიემართება

 მრავალეროვნულ სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი 2020“ მონაწილე ამერიკული სამხედრო ტექნიკა ვაზიანის სამხედრო ბაზისკენ მიემართება.

ამერიკული საბრძოლო ჯავშანმანქანები („სტრაიკერი“) ცენტრალური მაგისტრალიდან გორში შევიდნენ.

სწავლება ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე ოფიციალურად 7 სექტემბერს გაიხსნება.

საქართველო „ღირსეულ პარტნიორს“  მეხუთედ მასპინძლობს. სწავლებაში, საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.