აჭარაში კონფერენციაზე მყოფი პირი, რომელსაც “კოვიდ-19” დაუდასტურდა, რუსთავში მუშაობს

 Tv4-ის ინფორმაციით, ჩაქვში არსებულ  სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისის“ კონფერენციაზე მყოფი პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, რუსთავში მუშაობს.  როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, აღნიშნული პირი „ავერსის“ რუსთავის  ფილიალის თანამშრომელია. 

Tv4 რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს დაუკავშირდა. როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ბეგაშვილმა განაცხადა, პირი,რომელსაც აჭარაში კორონავირუსი დაუდასტურდა, რუსთავში მუშაობდა. 

 

ცნობისთვის, დღეს ამირან გამყრელიძემ განაცხადა,რომ პრესკონფერენციაზე,რომელიც ჩაქვის ერთ-ერთ სასტუმროში მიმდინარეობდა, ერთ-ერთ პირს საეჭვო სიმპტომები ჰქონდა. მისივე თქმით, აღნიშნული პირი  კოვიდინფიცირებული პაციენტის კონტაქტი იყო ,რის გამოც კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა.