სოფელ მამხუტში შიდა საავტომობილო გზის კეთილმოწყობა უახლოეს პერიოდში დასრულდება
სოფელში აქტიურად მიმდინარეობს შიდა საავტომობილო გზის მოწყობის მე-2 ეტაპი. 1100 გრძივი მეტრის მონაკვეთზე ბეტონის გზა უკვე დაიგო. ამ ეტაპზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია გზის სანიაღვრე ქსელის მოწყობას ახორციელებს.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს, საერთო ღირებულებით 800 000 ლარი.
სოფელ მამხუტში გზის მშენებლობის პირველი ეტაპი 2019 წელს განხორციელდა.
საავტომობილო გზით 2400 ბენეფიციარი ისარგებლებს.
სამუშაოებს დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად გაეცნო.