გარდაბანში დაკარგული მოზარდი იპოვეს

გარდაბანში დაკარგული მოზარდი იპოვეს. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. 

როგორც ცნობილი ხდება 15 წლამდე მოზარდი თბილისში იპოვეს. 

ცნობისთვის, ბიჭი გარდაბნის სოფელ თელეთში, სახლიდან გუშინ გავიდა. ოჯახმა სამართალდამცველებს მიმართა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს