გარდაბნის მუნიციპალიტეტში დღეს კორონავირუსზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის თანამშრომლების კვლევა დაიწყო, – ამის შესახებ TV4-ს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ეპიდემიოლოგის, მარინა გოგოლაძის ცნობით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ამ დროისთვის ეპიდემიოლოგების 2 ჯგუფი მუშაობს. მისივე განცხადებით კვლევები 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ამასთან, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მიმდინარე გეგმიური კვლევების ფარგლებში 48 ოჯახის ექიმი უკვე გამოიკვლიეს. ტესტის პასუხი კოვიდ19-ზე ყველა შემთხვევაში უარყოფითი აღმოჩნდა. ადგილობრივი ექიმების გამოკვლევა 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ინფორმაციისთვის, გარდაბნის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში იმყოფება 33 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში კი 1.