ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებულ ფეხმძიმეთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა, დამატებით მიმდინარეობს 25 ორსულის ტრანსპორტირება. მედიკოსების ინფორმაციით, ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
სამშობიარო სახლის დირექტორის, ზურაბ პაპავას ინფორმაციით, დღეს ერთი ფეხმძიმე ქალი საკეისრო კვეთა იგეგმება.
„ამ დროისთვის ჩვენს კლინიკაში 24 ფეხმძიმე გვყავს. ასევე, დამატებით მიმდინარეობს 25 ფეხმძიმეს ტრანსპორტირება. დღეს ერთ ფეხმძიმეს საკეისრო კვეთა ჩაუტარდება. რაც შეეხება ახალშობილს, რომლის ნიმუში უკვე აიღეს, პასუხები ჯერ არ არის ცნობილი“, – განაცხადა ზურაბ პაპავამ.