თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ადასტურებს. 

ბექა კოკაიას განცხადებით, ინფიცირებული სტუდენტის კონტაქტების რიცხვი მცირეა.  მისივე ცნობით, უნივერსიტეტში შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა

“7 სექტემბერს ყველა წესის დაცვით დავიწყეთ სწავლა. უნივერსიტეტის ყველა კარშია სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც შემომსვლელებს სიცხეს უზომავს და უკონტროლებს პირბადეებს. წესების სრული დაცვით მივდიოდით.

ერთ-ერთ სტუდენტს სიმპტომები საღამოს აღმოაჩნდა და ჩვენ შეგვატყობინა. შემდეგ მან ჩაიტარა ტესტი და ვირუსი დაუდგინდა. ცხადია, მას შემდეგ იმ ფლიგელს, სადაც ის სტუდენტი იმ მომენტში იყო, ეს არის იზოლირებული ფლიგელი, სხვა ფაკულტეტია, ჩავუტარეთ დეზინფექცია.

ვთანამშრომლობთ ინფექციონისტებთან. ყველა სტუდენტს აქვს ინფორმაცია და რეკომენდაცია, რომ ჩაიტარონ ტესტი. საკმაოდ მცირე რაოდენობა იყო იმ მომენტში, იმ კონკრეტულ ფლიგელში, რადგან ჩვენთან სწავლა სრულად 15 სექტემბრიდან იწყებოდა. ბევრ ადამიანთან შიგნით კონტაქტი არ ყოფილა,”- აცხადებს ბექა კოკაიამ.

  წყარო – rustavi2.ge