თეატრების, კინოთეატრებისა და ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნის თარიღმა გადაიწია

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თეატრები, კინოთეტრები და ბავშვთა გასართობი ცენტრები პირველი ნოემბრიდან გაიხსნება.

„ რამდენიმე დღის წინ დავაანონსეთ თეატრებთან და კინოთეატრებთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილება. აღნიშნული ობიექტები უნდა გახსნილიყო ნაწილი 15 სექტემბრიდან და ნაწილი პირველი ოქტომბრიდან, თუმცა ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მათი გახსნა გადაიდო ერთი თვით. შესაბამისად, თეატრები და კინოთეტრები, ისევე როგორც ბავშვთა გასართობი ცენტრები გაიხსნება პირველი ნოემბრიდან“, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა.

ცნობისთვის, 26 აგვისტოს ცნობილი გახდა ,რომ საქართველოში 15 სექტემბრიდან კინოთეატრები, პირველი ოქტომბრიდან კი თეატრები  უნდა გახსნილიყო.  დღეს საკოორდინაციო საბჭომ კულტურული დაწესებულებების გახსნის თარიღი , ეპიდვითარებიდან გამომდინარე, გადაწია.