თელავის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ რუისპირში მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა გარდაცვლილი მამაკაცის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაულის ჩამდენი სავარაუდო პირი დადგენილია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.