თემქაზე ლიფტი ჩავარდა, რომელშიც ექვსი მოქალაქე იმყოფებოდა, დაშავებულია ერთი პირი.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ლიფტის ჩავარდნის შედეგად დაშავებულ ქალს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.
ამ დროისთვის, ლიფტიდან ყველა ადამიანი ამოყვანილია.