კასპში ახალგაზრდა ბიჭი ხარმა მოკლა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გომში უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ბიჭი საკუთარმა ხარმა მოკლა. მისი ცხედარი მწყემსა იპოვა. ბიჭს ხარი საძოვარზე ჰყავდა წაყვანილი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს   ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.