კახა ოქრიაშვილი გაერთიანებულ ოპოზიციას “ძალა ერთობაშია” შეუერთდა

ნაციონალური მოძრაობა” და პარტია “პროგრესი და თავისუფლება” საპარლამენტო არჩევნებზე ერთ ბლოკად გავა. პარტიის ლიდერებმა  გრიგოლ ვაშაძემ და კახა ოქრიაშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. 

“2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე დაიწყო, გაერთიანებული ოპოზიციაა “ძალა ერთობაშია” შექმნით, იმ კოალიციით , რომელიც 2020 წლის საპარლამეტნო არჩევნებში გაიმარჯვებს, იმისთვის, რომ საქართველოში საბოლოდ დასრულდეს ერთპიროვნული მმართველობა” -განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ

“წარმოვადგენ პარტია “პროგრესი და თავისუფლებას”, ვუერთდებით საარჩევნო ბლოკს “ძალა ერთობაშია”, ფართო კოალიციით მოვდივართ ხელისუფლებაში და ჩვენი პარტია იქნება გარანტი იმისა, რომ საქართველოში შეიქმნას მსოფლიოში საუკეთესო ბიზნეს გარემო, ვიქნებით გარანტი ,რომ დავამარცხოთ სიდუხჭირე და მყისიერად შევქმნათ ,ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი.”-განაცხადა კახა ოქრიაშვილმა

კახა ოქრიაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, დმანისი,წალკა, ბოლნისი, თეთრიწყაროს ოლქში კენჭს გაერთიანებული ოპოზიციიდან “ძალა ერთობაშია” იყრის.