კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა რუსთავში

რუსთავში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა.

როგორც TV4-ს რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, ორივე შემთხვევა  უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. 

ცნობისთვის, ბოლო ორ დღეში რუსთავში კორონავირუსის 5 შემთხვევა დადასტურდა.