კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა რუსთავში

 რუსთავში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დადასტურდა, რომლებიც აქამდე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან-ამის შესახებ TV4-ს რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ბეგაშვილმა განუცხადა. 

მისივე ინფორმაციით, ხუთივე შემთხვევა აჭარაში მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება და იმ პირების კონტაქტები არიან, რომლებსაც კორონავირუსი მანამდე დაუდასტურდათ, შესაბამისად აღნიშნული პირები თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. 

რაც შეეხება გარდაბანს, დავით ბეგაშვილის განმარტებით, ქალაქ გარდაბანში კორონავირუსი ექვს პირს დაუდასტურდა, ყველა მათგანი ერთმანეთს უკავშირდება და წყარო ერთი კონკრეტული ადგილია.  მისივე ცნობით, წყაროს დასადგენად ეპიდკვლევები გრძელდება.  მუნიციპალიტეტიდან ლუგარში დადასტურებული შემთხვევების პირდაპირი და ირიბი კონტაქტების, ჯამში 140  საკვლევი ნიმუში გადააგზავნეს

ინფორმაციისთვის, რუსთავში  ბოლო ხუთი დღეა “ავერსის”  ფილიალთან დაკავშირებული არაცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. 

29 აგვისტოდან დღემდე, რუსთავში კორონავირუსის 35 შემთხვევაა დადასტურებული.