კორონავირუსისგან კიდევ ერთი 37-ე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
გარდაცვლილი პაციენტი 69 წლის მამაკაცია და ის ქუთაისში მკურნალობდა.
„37-ე პაციენტი ქუთაისში გარდაიცვალა. ის კლინიკა „ბომონდში“ მკურნალობდა, იყო 69 წლის მამაკაცი, რომელსაც მძიმე ორმხრივი პნევმონია ჰქონდა. აღენიშნებოდა სასუნთქი სისტემის დაავადებების ფონზე მოციმციმე არითმია. პაციენტის გამოყვანა ვერ მოხერხდა და გარდაიცვალა“, – განაცხადა ენდელაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2 პაციენტი გუშინ დაიღუპა.