მე-18 მიკრორაიონში არსებული ავარიული კორპუსის დემონტაჟი დაიწყო

რუსთავში, მე-18 მიკრორაიონში არსებული ავარიული კორპუსის დემონტაჟი დაიწყო. აღნიშნული კორპუსის დემონტაჟს მოქალაქეები უკვე წლებია ითხოვენ. ადგილობრივების განცხადებით, ავარიული კორპუსი იქ მცხოვრები ადამიანებისათვის ყოველდღიურ საშიშროებას წარმოადგენდა. 

მოქალაქეების მოთხოვნის საფუძველზე, რუსთავის მერიამ აღნიშნული შენობა-ნაგებობა აუქციონზე, მიმდებარე ტერიტორიის, 6 095 კვ/მ მიწის ნაკვეთთან ერთად გაიტანა. აუქციონზე კერძო ინვესტორმა გაიმარჯვა, რომელმაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობით, ტერიტორიაზე 5 მილიონი ლარის ღირებულების ინვესტიცია უნდა განახორციელოს.​