მესხიშვილის ქუჩაზე საპარკინგე ადგილები ეწყობა 

მესხიშვილის გამზირზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ტარდება. ადგილზე პარკინგების, ტროტუარებისა და გამწვანების ზოლის მოწყობა მიმდინარეობს.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “გზა” ახორციელებს. რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის განცახდებით, ხელშეკრულების ფარგლებში პარკინგებისა და ტროტუარების მოწყობა ქალაქის კიდევ ორ ლოკაციაზე მიმდინარეობს. 

მესხიშვილის, ფანცულაიასა და კონსტიტუციის ქუჩებზე პარკინგების მოწყობის საერთო ღირებულება 674 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება.