თურქეთში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ. ოჯახის წევრების ინფორმაციით, 51 წლის მარინე ოჩიგავა ბოლოს, 28 აგვისტოს ნახეს.
როგორც დაკარგული ქალის ოჯახის წევრმა Tv4-ს განუცხადა, შესაბამის ორგანოებს უკვე მიმართეს. საქართველოს მოქალაქეს თურქეთში მეშვიდე დღეა ეძებენ.
ცნობისთვის, დაკარგული ქალი, სტამბულში, ერთ-ერთ ფაბრიკაში მუშაობდა და ხუთ საქართველოს მოქალაქესთან ერთად,ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. ბინაში მისი პირადი ნივთები ხელუხლებელია.