“ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსმა” რუსთავში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა

პარტიამ “ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსი” რუსთავში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიის წარმომადგენელი მე-12 საარჩევნო ოლქში ილია ლობჟანიძე იქნება. როგორც პარტიის თავმჯდომარემ ბექა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, ლობჟანიძე არის ახალგაზრდა აქტივისტი და ჟურნალისტი, რომელიც რუსთავის პრობლემებს კარგად იცნობს.