ახალგაზრდობის სააგენტოს ინიციატივით, ქვემო ქართლში ახალგაზრდული ფორუმი ჩატარდა. ფორუმი ონლაინ ფორმატში ჩატარდა და მისი მიზანია „სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია 2025“-ის განხილვა და ამ პროცესში ახალგაზრდების, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართვა.
რეგიონულ ახალგაზრდულ ფორუმში მონაწილეობა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა მიიღო.
“ჩვენი ქვეყნის წარმატების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ახალგაზრდების საზოგადოებრივ, პოლიტიკურ, კულტურულ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი უშუალო მონაწილეობაა. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს პერიოდში გვექნება სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგიის დოკუმენტი, სადაც ახალგაზრდების, მათ შორის, ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების რეკომენდაციები – ხედვები და მოსაზრებები მაქსიმალურად იქნება ასახული,” – აღნიშნა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა.
ცნობისთვის, ფორუმებზე სააგენტომ ახალგაზრუდული სტრატეგიის დოკუმენტის ამ ეტაპზე შემუშავებული ვერისია განიხილა, რის შემდეგაც ფორუმის მონაწილე ახალგაზრდები რეკომენდაციების შესამუშავებლად თემატურ სამუშო ჯგუფებში გადანაწილდნენ.
ქვეყნის მასშტაბით ფორუმების დასრულების შემდეგ ახალგაზრდებისგან მიღებული რეკომენდაციები შეჯამდება და მომზადდება ანგარიში, რომელსაც სააგენტო “სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგიის 2025”-ის შემუშავებისას გაითვალისიწნებს.