როგორია მშენებლობაზე დაშავებული 21 წლის მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა ?

 რუსთავში კარფურის მშენებლობაზე დაშავებული 21 წლის მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სოცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც სასწრაფო დახმარების ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში TV4-ს განუცხადეს, მამაკაცს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა და მას პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია. 

პაციენტი სასწრაფოს ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. 

შეგახსენებთ, რუსთავში, კარფურის მშენებლობაზე ამწეს ამოტრიალების შედეგად მუშა დაშავდა.