როგორია ფილარმონიასთან აფეთქების შედეგად დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა?!

ფილარმონიასთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პაციენტიდან ერთ-ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ალადაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი, სტაბილურია. კლინიკის ექიმის ლევან ბესელიას ინფორმაციით, პაციენტს მრავლობითი დამწვრობა აქვს, ამასთანავე სუნთქვის მწვავე უკმარისობა და ფილტვების დაჟეჟილობა აღენიშნება.

პაციენტს აქვს დამწვრობა სახისა და გულმკერდის არეში, კიდურების არეში. ჭრილობა აქვს ხელზე, მკლავზე, ყელზე და სახის არეში. აღენიშნება ტრავმული შოკი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა და ფილტვების დაჟეჟილობა.

მას სტანდარტული კვლევები ჩაუტარდა, მათ შორის კომპიუტერული ტომოგრაფია პოლიტრავმის რეჟიმში“, – განაცხადა ლევან ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ფილარმონიასთან მდებარე კლუბ „დეჟავუში“ აფეთქება მოხდა. პირველადი ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. აფეთქების შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი. დაშავებულებიდან ერთი კლინიკიდან უკვე გაწერეს.