რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია.ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ოკუპანტები სამხედრო ვერტმფრენით იმყოფებოდნენ და ცხინვალიდან ახალგორის მიმართულებით გადაიფრინეს.
აღნიშნული საკითხი ერგნეთში მიმდინარე შეხვედრაზე იქნება დასმული.
შეგახსენებთ, რომ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლებიც ესწრებიან. შეხვედრის მთავარი თემა უკანონო დაკავებები, მავთულხლართების გავლება და ზაზა გახელაძის საკითხი იქნება.