საქართველოს კანოეს ეროვნული ნაკრები უნგრეთში, ქალაქ სეგედში გაემგზავრა, სადაც 17-დან 20 სექტემბრის ჩათვლით ICF-ის (კანოეს საერთაშორისო ფედერაცია) მიერ ორგანიზებული ჩემპიონატი “ოლიმპიური იმედები” გაიმართება. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი წევრი რუსთაველი ნიჩბოსანი, ალექსანდრე წივწივაძეა.
საქართველოს კანოეს ეროვნულმა ნაკრებმა წინა საშეჯიბრო შეკრება ბაზალეთის ტბაზე გაიარა. 25-დან 27-ს ჩათვლით საქართველოს კანოეს ეროვნული ნაკრები მსოფლიო თაზსე მონაწილეობას სრული ასაკობრივი შემადგენლობით მიიღებს.









