რუსთავის ცხელების ცენტრის 9 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ TV4-ს ცხელების ცენტრში განუცხადეს.
ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში ამ დროისთვის 3 ახალი პაციენტია მოთავსებული.
ადგილობრივი ეპიდემიოლოგები ახალ პაციენტებს ბიოლოგიურ საკვლევ ნიმუშებს COVID-19-ზე დღის განმავლობაში აუღებენ. პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.