რუსთავის ცხელების ცენტრში მოთავსებულ 8 პაციენტს კოვიდ19 არ დაუდასტურდა. ამის შესახებ TV4-ს რუსთავის ცხელების ცენტრში განუცხადეს.
ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის ინფორმაციით, პაციენტებს ტესტი კორონავირუსზე გუშინ აუღეს და პასუხები დღეს გახდა ცნობილი. მისივე თქმით, პაციენტებმა სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვეს.
ამ დროისთვის რუსთავის ცხელების ცენტრში 2 პირია მოთავსებული. როგორც ცხელების ცენტრში აღნიშნავენ, ორივე მათგანი რუსთაველია. პაციენტებს ადგილობრივი სპეციალისტები ბიოლოგიურ საკვლევ ნიმუშებს დღის განმავლობაში აუღებენ და ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზავნიან. პასუხები პროტოკოლის მიხედვით, 24 საათში გახდება ცნობილი.
ცნობისთვის, ამ დრომდე რუსთავის ცხელების ცენტრში კორონავირუსზე ჯამში 1300-მდე ადამიანი გამოიკვლიეს.