რუსთავის ცხელების ცენტრში კორონავირუსი 2 პაციენტს დაუდასტურდა

რუსთავის ცხელების ცენტრში კორონავირუსი 2 პაციენტს დაუდასტურდა. ამის შესახებ TV4-ს ცხელების ცენტრში განუცხადეს,

ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი 60 წლამდე რუსთაველი ქალია და ის უკვე დადასტურებული შემხვევის კონტაქტია. მანამდე კორონავირუსი  ქალის ოჯახის წევრს დადასტურდა. 

მეორე პაციენტი, რომელსაც რუსთავის ცხელების ცენტრში “კოვიდ19” დაუდასტურა, სატვირთო ავტომობილის მძღოლია. მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, 

პაციენტები თბილისში კოვიდის მიმღებ სხვადსხვა დაწესებულებებში გადაიყვანეს. 

ამ დროისთვის ცხელების ცენტრში 4 პაციენტია მოთავსებული. ოთხივე მათგანი რუსთაველია. ადგილობრივმა ეპიდემიოლოგებმა ბიოლოგიური საკვლევი ნიმუშები უკვე აიღეს და ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზავნეს. პასუხები 24 საათში გახდება ცნობილი.