ცხელების ცენტრის 4 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

რუსთავის ცხელების ცენტრში გუშინ მოთავსებულ 4 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა – ამის შესახებ TV4-ს ცხელების ცენტრში განუცხადეს. ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის ცნობით, პაციენტებმა კლინიკა უკვე დატოვეს.

მისივე ცნობით, ცენტრში ამ დროისთვის 6 ახალი პაციენტია მოთავსებული. ექვსივე მათგანი რუსთავის მკვიდრია. მათი ტესტის პასუხი კორონავირუსზე 24 საათს განმავლობაში გახდება ცნობილი.