რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. TV4-ის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 16 წლის მოზარდი გარდაიცვალა.
როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, მოზარდი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს გარდაცვლილი დახვდა. სასწრაფო დახმარების ექიმის ინფორმაციით, მოზარდს პოლიტრავმები, მათ შორის თავის ქალის არეში დაზიანება აღენიშნებოდა.
TV4-ის ინფორმაციით, მოზარდს “ფორდის” მარკის ავტომობილი დაეჯახა.
შემთხვევა “ორ ნაბიჯთან” მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში TV4-ს განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.