რუსთავში ახლადდაფუძნებული კომპანია „სეზონი“ გამოჩნდა. კომპანიის მთავარი მიმართულება ბაზარზე გათბობისა და გაგრილების სისტემების შემოტანა და პროექტირებაა.
არჩევანის სიმცირის გამო, რუსთაველებს პროდუქციის ან გარკვეული მომსახურების მისაღებად დედაქალაქში უწევდათ წასვლა, ახლა კი ნებისმიერი სახის მომსახურების მიღება, რომელიც გათბობა-გაგრილებას ან პროექტირებას ეხება შარტავას N17ა-ში, მაღაზია „სეზონში“ არის შესაძლებელი.
კომპანიამ საქმიანობა უკვე დაიწყო და ის სპეციალურად რუსთავისა და ქვემო ქართლის რეგიონისთვის ოპერირებს.