რუსთავში ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს (+ფოტო)

რუსთავში,  აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ცურტაველის მიმდებარედ, დიდების ხეივანში, აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი და ჟიული შარტავას მემორიალი გვირილებით შეამკეს. სასულიერო პირებმა გარდაცვლილი გმირების ხსოვნის უკვდავსაყოფად პარაკლისი გადაიხადეს .

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა, სწორედ 1993 წლის ამ დღეს ჟიული შარტავა უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვის ოპერაციას, რა დროსაც სეპარატისტულმა დაჯგუფებამ ის თანამებრძოლეთან ერთად ტყვედ აიყვანა და დახვრიტა. მოგვიანებით ჟიული შარტავას ცხედარი ქართულ მხარეს გადმოეცა. შარტავა სიკვდილის შემდეგ ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოვდა.

დღესვე, ცნობილი გახდა, რომ რუსთავში ერთ-ერთ ქუჩას აფხაზეთის სახელი მიენიჭება.