რუსთავში, მე-19 მიკრორაიონის N2-ში საცხოვრებელ ბინაში მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს. ამის შესახებ ინფორმაცია ტვ4-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაცით, ბინაში 4 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან 1 გარდაიცვალა. მათივე თქმით გარდაცვლილი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მამაკაცის გარდაცვალების ზუსტს მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.