რუსთავში საცხოვრებელი ბინა იწვის (+ფოტო)

რუსთავში საცხოვრებელი ბინა იწვის. მე-7 მიკრორაიონის  N9 საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლი, ერთ-ერთ  ბინაში გაჩნდა. 

მეხანძე-მაშველები ცეცხლის ლოკალიზებას ამ წუთებში ცდილობენ. 

Tv4-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, ბინაში დედა-შვილი იმყოფებოდნენ,რომლებმაც სახლიდან გამოსვლა დროულად მოახერხეს. 

ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა. 

Update:საცხოვრებელი კორპუსიდან უსაფრთხოების მიზნით,მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შეუძლოდ გახდა რამდენიმე ადამიანი,რომლებსაც სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწიათ. 

დაიწვა საცხოვრებელი კორპუსის ბინა,სამუშაოების მიმდინარეობისას მეშვიდე მიკრორაიონს შეზღუდული ჰქონდა ელექტროენერგიის მიწოდება.

ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა.